ამანათის შექმნა

მიმდინარე სერვისით თქვენ შეძლებთ შექმნათ ამანათი Inex Group-ის სისტემაში. სერვისი ავტომატურად ამოწმებს არსებობს თუ არა ამანათი მითითებული თრექინგ კოდით. თუ ამანათი უკვე არსებობს და ის თქვენს ვენდორს ეკუთვნის, დაბრუნდება არსებული ამანათის ინფორმაცია (200 OK). თუ ამანათი სხვა ვენდორის მიერაა რეგისტრირებული, დაბრუნდება შეცდომა (403 Forbidden). ველით parcelType ირჩევთ ამანათის ტიპს: online (ონლაინ ამანათი, ნაგულისხმევი) ან internalShipment (შიდა გზავნილი საქართველოს ფარგლებში). რომელი ტიპის შექმნა შეუძლია თქვენს ოპერატორს, განსაზღვრავს Inex Group-ის ადმინისტრატორი; ნებადაურთველი ტიპის მოთხოვნაზე დაბრუნდება 403 Forbidden.
POST /integrators/parcels/create

პარამეტრები

ველი ტიპი სავალდებულო აღწერა
parcelType string No ამანათის ტიპი. თუ არ გადმოეცემა, იქმნება ონლაინ ამანათი. გამოიყენეთ მხოლოდ თქვენს ოპერატორზე ნებადართული ტიპი, სხვა შემთხვევაში დაბრუნდება 403.
Values: online (ონლაინ ამანათი), internalShipment (შიდა გზავნილი, საქართველო → საქართველო).
internalShipment: გამგზავნი ფილიალი არის თქვენს ოპერატორზე მიბმული ფილიალი, გადაზიდვა ყოველთვის სახმელეთოა (byRoad), ტარიფი — თქვენს ოპერატორზე მიბმული ტარიფი. მიმღების ფილიალი/საკურიერო მისამართი უნდა იყოს საქართველოში. დანარჩენი ველები (მიმღები, დეკლარაცია, მიწოდება) იგივეა, რაც ონლაინ ამანათისთვის.
clientReferenceId string No თქვენი შიდა ID (მაგ. შეკვეთის ნომერი). მაქსიმუმ 255 სიმბოლო.
waybillNumbers array Yes თრექინგ კოდების მასივი.
waybillNumbers.* string Yes თრექინგ კოდი. მაქსიმუმ 255 სიმბოლო.
status string Yes ამანათის სტატუსი.
Values: created (წინასწარი), received (მიღებული), pending (გამოგზავნილი).
weight integer Conditional წონა გრამებში. სავალდებულოა თუ სტატუსია received ან pending.
width / height / length integer No ზომები მილიმეტრებში.
shipmentType string Yes გადაზიდვის ტიპი.
Values: byAir, bySea, byTrain, byRoad.
internalShipment ტიპზე მნიშვნელობა არ გამოიყენება — გადაზიდვა ყოველთვის byRoad-ია.
senderCountryCode string Conditional გამგზავნი ქვეყნის კოდი (ISO 3166-1 alpha-2, მაგ: CN, TR, US). თუ თქვენს ოპერატორზე ქვეყანა მიბმული არ არის, ველი სავალდებულოა; წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენება ოპერატორზე მიბმული ქვეყანა. ქვეყანა უნდა იყოს ონლაინ ამანათებისთვის აქტიური. internalShipment ტიპზე ველის გადმოცემა აკრძალულია (422) — გამგზავნი ქვეყანა ყოველთვის საქართველოა.
deliveryType string Yes მიღების ტიპი.
Values: pickupInStore (ფილიალიდან გატანა), delivery (საკურიერო).
pickupLocationId string Conditional ფილიალის კოდი (locationCode). სავალდებულოა თუ deliveryType არის pickupInStore და აკრძალულია, თუ deliveryType არის delivery.
იხილეთ ფილიალების სერვისი
receiver.inexUserId string (uuid) Conditional INEX SSO-ით შესული მომხმარებლის იდენტიფიკატორი (id_token-ის sub). მიმღები მიეთითება ან სრულად (personalId, firstname, lastname, phoneNumber), ან მხოლოდ ამ ველით. ახალი ანგარიში არ იქმნება.
იხილეთ INEX SSO
receiver.personalId string Conditional მიმღების პირადი ნომერი. მაქსიმუმ 255 სიმბოლო.
სავალდებულოა, თუ receiver.inexUserId არ არის გადმოცემული; inexUserId-თან ერთად არასავალდებულოა და მხოლოდ მაშინ ჩაიწერება, თუ ანგარიშს პირადი ნომერი არ აქვს.
receiver.firstname string Conditional მიმღების სახელი. მაქსიმუმ 255 სიმბოლო.
სავალდებულოა, თუ receiver.inexUserId არ არის გადმოცემული; inexUserId-თან ერთად აკრძალულია.
receiver.lastname string Conditional მიმღების გვარი. მაქსიმუმ 255 სიმბოლო.
სავალდებულოა, თუ receiver.inexUserId არ არის გადმოცემული; inexUserId-თან ერთად აკრძალულია.
receiver.phoneNumber string Conditional მიმღების ტელეფონის ნომერი. მაქსიმუმ 255 სიმბოლო.
სავალდებულოა, თუ receiver.inexUserId არ არის გადმოცემული; inexUserId-თან ერთად აკრძალულია.
receiver.email string No მიმღების ელ.ფოსტა. მაქსიმუმ 255 სიმბოლო.
inexUserId-თან ერთად აკრძალულია.
deliveryDetail object Conditional მისამართის ობიექტი. სავალდებულოა თუ deliveryType არის delivery და აკრძალულია ყველა სხვა შემთხვევაში.
deliveryDetail.city string Conditional ქალაქის სახელი. სავალდებულოა თუ deliveryType არის delivery. მაქსიმუმ 255 სიმბოლო.
deliveryDetail.address string Conditional ზუსტი მისამართი. სავალდებულოა თუ deliveryType არის delivery. მაქსიმუმ 1000 სიმბოლო.
deliveryDetail.district string No უბანი. მაქსიმუმ 255 სიმბოლო.
deliveryDetail.latitude number No მისამართის განედი (latitude).
deliveryDetail.longitude number No მისამართის გრძედი (longitude).
declaration.sourceUrl string (url) Yes გამოწერის წყარო (ვებ-გვერდი).
declaration.currencyCode string Yes ვალუტის კოდი (მაგ: USD, EUR, GEL). ზუსტად 3 სიმბოლო.
declaration.fileUids array (uuids) No ატვირთული ფაილების ID-ები (ინვოისი).
იხილეთ ფაილის ატვირთვის სერვისი
declaration.items array Yes ნივთების მასივი. მინიმუმ 1 ელემენტი.
declaration.items.*.description string Yes ნივთის აღწერა. მაქსიმუმ 5000 სიმბოლო.
declaration.items.*.price integer Yes ნივთის ფასი ცენტებში/თეთრებში (მაგ: 10.50$ = 1050). მინიმუმ 0.
declaration.items.*.quantity integer Yes რაოდენობა. მინიმუმ 1.
declaration.items.*.categoryName string No კატეგორიის სახელი. მაქსიმუმ 255 სიმბოლო.
declaration.items.*.pictureUrl string (url) No ნივთის სურათის ლინკი. მაქსიმუმ 5000 სიმბოლო.

შენიშვნა მისამართის ამოცნობაზე (სახლში მიწოდება)

თუ ირჩევთ საკურიერო მიწოდებას (delivery), სასურველია მიუთითოთ უბანი (district). იმ შემთხვევაში თუ უბანი ცარიელია ან არასწორია, სისტემა შეეცდება მითითებული მისამართის (address) ტექსტიდან ავტომატურად ამოიცნოს შესაბამისი უბანი. თუ ამოცნობა ვერ მოხერხდა ან ამოცნობილ უბანს არ ემსახურება ფილიალი, სისტემა დააბრუნებს 400 სტატუსს შესაბამისი შეტყობინებით.

პასუხის სტრუქტურა 200 OK

Attribute Type Value Description
data.weight integer 1551 ამანათის წონა გრამებში.
data.length integer 318 ამანათის სიგანე მილიმეტრებში.
data.height integer 684 ამანათის სიმაღლე მილიმეტრებში.
data.width integer 489 ამანათის სიგრძე მილიმეტრებში.
data.status string disposed ამანათის სტატუსი. შესაძლო ვარიანტები: created, received, pending, arrived, takeout, returned, confiscated, lost, dropOfDate, damaged, compensated, notCompensated, returnToSellerIsInProgress, disposed, stored, form4, temporarilySuspended
data.subStatus string|null null ამანათის ქვე-სტატუსი. შეიძლება იყოს null. შესაძლო ვარიანტები: readyForTerminal, goingToTerminal, arrivedAtTerminalStored, readyFromTerminal, comingFromTerminal, arrivedAtBranch, readyForCustoms, goingToCustoms, arrivedAtCustomsStored, readyFromCustoms, comingFromCustoms, readyForTerminalTakeout
data.parcelType string internalShipment ამანათის ტიპი: online ან internalShipment.
data.deliveryType string pickupInStore მიღების ტიპი: pickupInStore (ფილიალიდან გატანა) ან delivery (საკურიერო).
data.senderCountry.name string United States გამომგზავნი ქვეყნის სახელი ლათინურად.
data.senderCountry.code string US გამომგზავნი ქვეყნის კოდი - ISO 3166-1 alpha-2.
data.receiverCity.name string Tbilisi მიმღები ქალაქის სახელი ლათინურად.
data.receiverPickupLocation.locationCode string 200001 ფილიალის კოდი. სწორედ ეს მნიშვნელობა უნდა გადმოგვცეთ ამანათის შექმნისას pickupLocationId-ში.
data.receiverPickupLocation.name string Isani მიმღები ფილიალის სახელი ლათინურად.
data.receiverPickupLocation.address string Isani, Atskuri Street #45 მიმღები ფილიალის მისამართი ლათინურად.
data.receiverPickupLocation.phone string (0322) 2222222 მიმღები ფილიალის ტელეფონის ნომერი.
data.receiverPickupLocation.latitude float 56.961032 მიმღები ფილიალის კოორდინატი.
data.receiverPickupLocation.longitude float 94.614571 მიმღები ფილიალის კოორდინატი.
data.receiverPickupLocation.postalCode string Isani მიმღები ფილიალის საფოსტო ინდექსი.
data.waybillNumbers array [] ამანათის თრექინგ კოდების მასივი.
data.waybillNumbers.* string eqweqwecwrekjewqionwqe.ewqe1eqq ამანათის თრექინგ კოდი.

შესაძლო პასუხები

Code Description
200 OK ამანათის ობიექტი.
400 Bad Request ლოგიკური შეცდომა, მაგალითად: დაფიქსირდა თრექინგ კოდის დუბლირება ან ვერ მოხერხდა მისამართიდან უბნის/ფილიალის ამოცნობა.
422 Unprocessable ვალიდაციის შეცდომა, მაგალითად: მიმღები არ არის მითითებული, receiver.inexUserId უცნობია ან გადმოცემულია სხვა receiver ველებთან ერთად.
404 Not Found ამანათი მითითებული თრექინგ ნომრით არ მოიძებნა.
403 Forbidden თქვენ არ გაქვთ ამ ოპერაციის შესრულების უფლება, მაგალითად: მოთხოვნილი parcelType თქვენს ოპერატორზე ნებადართული არ არის, ან internalShipment-ისთვის ოპერატორზე არ არის მიბმული ტარიფი ან გამგზავნი ფილიალი.
500 Server Error ამანათის შექმნისას დაფიქსირდა ხარვეზი, იხილეთ თანდართული მესიჯი